მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის განწყობების დინამიკა

„უმნიშვნელოდ გაუარესებული განწყობები“ - ასეთია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული ბიზნესის განწყობის ინდექსის შეფასება. დოკუმენტში ბიზნესის მოლოდინების ინდექსიცაა წარმოდგენილი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნესსექტორი მომავლის მიმართ, აღნიშნული 34.8 პუნქტამდე შემცირდა. 2024 წლის I კვარტალისთვის მოლოდინების საგრძნობლად ვაჭრობის (-23.8) და მრეწველობის (-8.2) სექტორებში შემცირდა. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 0.8-ით გაიზარდა და 18.4 პუნქტს მიაღწია.

„ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, მცირედით გაიზარდა“, - ნათქვამია ISET-ის მიმოხილვაში.

ISET-ის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალისთვის, მსხვილი ბიზნესებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. რაც შეეხება მცირე და საშუალო კომპანიებს, მათთვის საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორები ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მოთხოვნის სიმცირეა.

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები