მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის განწყობების გაუარესება გრძელდება - ISET

ბიზნესის განწყობის ინდექსი

2024 წლის III კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.8 პუნქტით შემცირდა და 13.6-ს გაუტოლდა.

ISET-ის კვლევის თანახმად, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობის (-12.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

"მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 3.6 პუნქტით გაიზარდა და 2024 წლის III კვარტალისთვის 12.8-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მშენებლობის (18.2) და სოფლის მეურნეობის (10.0) სექტორებში დაფიქსირდა", - წერია კვლევაში.

ამასთან, ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 22.5 პუნქტამდე შემცირდა. 2024 წლის III კვარტალისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა მშენებლობის (-25.0) და მომსახურების (-23.3) სექტორებში.

"გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 1.1-ით გაიზარდა და 20.7 პუნქტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, მცირედით გაიზარდა", - წერია კვლევაში.

2024 წლის III კვარტალისთვის, მსხვილი ბიზნესებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის და მოთხოვნის სიმცირე წარმოადგენს. რაც შეეხება მცირე და საშუალო კომპანიებს, მათთვის საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორები მოთხოვნის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები