მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის კითხვები ბიძინა ივანიშვილს

5bcf083138deb
თამუნა ქემერტელიძე
23.10.18 17:00
3801
ყოფილი პრემიერი და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს 22 საათზე, სამი ყველაზე რეიტინგული არხის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს, თუმცა იქამდე, bm.ge -მ გადაწყვიტა თავისი პროფილიდან გამომდინარე, ყურადღება იმ კითხვებზე და პრობლემებზე გაემახვილებინა, რომელიც ბოლო დროს ქართულ ბიზნესს დაუგროვდა.

ლაშა პაპაშვილი:  “ეროვნული ბანკი უნდა გააჩეროს და შეწყდეს ის არაადეკვარტული ქმედებები, რომელიც ბიზნესის და ფიზიკური პირების დაკრედიტებას ეხება. პრობლემები ექმნება არამხოლოდ ფიზიკურ პირებს, არამედ კორპორატიულ კლიენტებს, აქამდე ისედაც პრობლემა იყო ფინანსური რესურსი და 1-ლი ნოემბრის შემდეგ კიდევ უფრო გართულდება. კითხვა მაქვს, თუ დაკრედიტებას გავართულებთ ეს ეკონომიკურ ზრდას არ შეაფერხებს? პირიქით, უნდა იყოს ყველაფერი: “გადაუკეტავად უნდა მოვუშვათ ფულის ონკანები ბიზნესისთვის ” და ჩვენ რას ვაკეთებთ? ბიზნესი ითხოვდა მაქსიმალურ ჩართულობას რეგულაციების შემუშავებისას და კერძო სექტორის ინტერების არ გაითვალისწინეს.

თორნიკე აბულაძე: ბიზნესის კუთხით რითია ქვეყანა გამორჩეული? სხვა ქვეყნებთან მიმართებაში? არ მაინტერესებს ჩვენი რეგიონი, არამედ შედარება მინდა იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომელსაც ასე ველტვით. გვყავს თუ არა ეს წამყვანი ქვეყნები გააზრებული როგორც კონკურენტები? რომელ ქვეყნებს უნდა გავუსწროთ? როდის? რაში? არსებობს, თუ არა, ვადაში გაწერილი მიზნები ვის როდის ვუსწრებთ? თუ არ არის, ხომ არ უნდა არსებობდეს?

რა ამბიცია გვაქვს? გვაქვს თუ არა BIHAG-ები (დიდი, ამბიციური, ბანჯგვლიანი მიზნები - big, hairy ambitious goals) ? რამდენად მისაღები მიაჩნია ბიძნა ივანიშვილს არსებული მშპ ? ოდესმე გაუაზრებია თუ არა რომ ჩვენნაირ პატარა ქვეყანას აქვს შანსი რომ 20%-იანი ზრდაც კი ჰქონდეს, თუ ამას მიზანდ დაისახავს ? (განსხვავებით დიდი ქვეყნებისგან) ხომ არ უნდა დაისვას ეს მიზანი?

ხომ არ გვაკლია ამბიცია? - არ ვგულისხმობ შიდა განწყობებს, არამედ მსოფლიო რუკაზე ცოტა უფრო მკვეთრად ხომ არ უნდა გამოვჩნდეთ. რას ვქმნით? რა შევქმენით ბოლო 10 წლის განმავლობაში ისეთი, რომელსაც აქვს მნიშვნელობა მსოფლიო კონტექსტში?

რევაზ ვაშაკიძე: 1. მაინტერესებს ყოფილი პრემიერი რა გადასახადებს იხდის და რა თანხები შეაქვს ჩვენს ბიუჯეტში, როცა ადამიანი პილიტიკაში მოდის გვინდა ის უფრო გამჭვირვალე იყოს, სადაა ინფორმაცია მის მიერ გადახდილი გადასახედების შესახებ 2. ასევე არსებობს კითხვა რა გავლენები აქვს მას მთავრობაზე და იგივე სასამართლოზე, გავლენები უნდა იყოს ღია.

პაატა კურტანიძე: მთავარი პრობლემა და გამოწვევა რაც ახლა დგას ქვეყანაში ესაა ლარის კურის სტაბილურობა. რაც შეეხება კითხვებს, კომუნიკაციის პრობლემა არ დგას, ჩვენ რეგულარული შევხედრები გვაქვს და კითხვებსაც ვსვავთ.

ცეზარ ჩოჩელი: 1.ლარის კურსი ესაა ყველაზე რთული საკითხი, კურსი არ ასახავს რეალობას. 2. გადაწყვეტილებების მიღება გახდა პრობლემა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. 3 და ბოლოს სასამართლო, წამოუდგენელია აკეთო წარმატებული ბიზნესი ქვეყანაში, სადაც 6 წელია ერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

თემურ ჭყონია: პირადად მე კითხვები არ მაქვს და ავხსნი რატომაც, ადამიანი წლებია პოლიტიკაშია, იყო პრემიერ-მინისტრი ახლა პარტიის თავმჯდომარეა, ასევე წლებია უყურებს ბიზნეს საქართველოში. მას აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია ბიზნესმენებზე, ბანკირებზე, პოლიტიკოსებზე ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენოა. ჩვენ მას რა ისეთი კითხვა უნდა დავუსვათ რომ გავაკვირვოთ ?

ზურა მარგველაშვილი:  “რაც გვინდა ესაა, რომ პროცესები ნაკლებად პოლიტიზირებული იყოს და ბიზნესი არჩევნებიდან არჩევნებამდე სტაბილურად იყოს. ასევე სასურველია ბიზნესთან დიალოგი და მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან. ხარისხი კერძო სექტორთან კომუნიკაციის უნდა გაუმჯობესდეს, ასე ხელისუფლებას ჩვენი პრობლემების შესახებ მეტი ეცოდინება.

მამუკა ხაზარაძე: წინასაარჩევნოდ მსგავს შეკითხვებს არ ვსვავ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები