მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ნაწილმა ინვესტიციები დააპაუზა - რატომ გაუარესდა მოლოდინები?

ბიზნესის ნაწილმა ინვესტიციები დააპაუზა. BAG-ის ინდექსის მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში, I კვარტალთან შედარებით საინვესტიციო პროგნოზები გაუარესებულია. ინდექსი აჩვენებს, რომ III კვარტალში გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 58%-ი ფიქრობდა, რომ ინვესტიციები გაიზრდებოდა, მაშინ როდესაც პირველ კვარტალში ასეთი პროგნოზი გამოკითხულთა 65%-ს ჰქონდა. ეს მაჩვენებელი ახლა 7 პროცენტული პუნქტით არის დაკლებული. სექტორების მიხედვით, ინვესტიციების პროგნოზი ყველაზე მეტად 33 პროცენტული პუნქტით მშენებლობის სექტორში შემცირდა, თუ I კვარტალში კომპანიათა 90% თვლიდა, რომ 2024-ში გაიზრდებოდა მათი ინვესტიციები, III კვარტალში მხოლოდ 57% -მა თქვა, რომ თანხების დაბანდებას გაზრდიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები