მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაც

BM.GE
21.12.22 12:35
200
მიმდინარე წლის 11 თვის მდგომარეობით საქართველო ექსპორტის თვალსაზრისით ბოლო 10 წლის რეკორდულ მაჩვენებელზეა. იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 32.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან ქვეყანამ ექსპორტზე 5 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც გასულ წელთან შედარებით 31.8%-ით მეტია. 

ამ პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულში შედიან ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. 

რაც შეეხება ძირითად საექსპორტო საქონელს, TOP-10 საქონლიდან ყველაზე დიდი ზრდა ელექტროენერგიის და აზოტოვანი სასუქების ექსპორტში ფიქსირდება. სპირტიანი სასმელების, მინერალური და მტკნარი წყლების და თხილის შემთხვევაში კი ექსპორტი შემცირებულია. რას აკეთებს ბიზნესი ბაზრების დივერსიფიცირებისთვის, რა კეთდება რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად და რა ბარიერებს აწყდებიან ექსპორტიორები. 

სტუმარი: გიორგი გუდაბანიძე - ექსპორტის განვითარების ასოციაცია, დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები