ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციას (BRIPA) ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
ამ თანამდებობაზე ნანა ამისულაშვილი თინათინ შუღაროვამ შეცვალა.
როგორც ნანა ამისულაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თქვა, ის რჩება BRIPA-ს გამგეობის წევრად.
BRIPA-ს 2018 წელს დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები არია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები, რომელთა მონაწილეობით საქართველოში დაიწყო გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმა და დაიწერა ახალი კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“. რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიის შექმნა და გაძლიერება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია.