მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესის საქმიანობის შემზღუდველი ფაქტორები - ISET-ის კვლევა

5ca61deb0ec23
დავით ჯალაღონია
04.04.19 19:40
2177
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამა შეაფასა.

როგორც კვლევითი ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგების პრეზენტაციაშია აღნიშნული, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ საგრანტო პროგრამამ დადებითი გავლენა იქონია კომპანიების გადარჩენის მაჩვენებელზე (survival rate), ეფექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპების შემთხვევაში; მოკლევადიან პერიოდში საგრანტო პროგრამის გავლენა შრომის პროდუქტიულობაზე არ არის მნიშვნელოვანი და ასევე, საგრანტო პროგრამამ დადებითი გავლენა იქონია ბენეციფიარების ცხოვრების ხარისხზე.

ამასთან, მეწარმეების გამოკითხვის შედეგად, ISET-მა ბიზნესის საქმიანობის შემზღუდველი ფაქტორები გამოავლინა, რომლის თანახმად, კერძო სექტორისთვის მთავარ პრობლემად მაინც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება, ამის შემდეგ მოდის მაღალი გადასახადები და მიწებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა ეს უკანასკნელი ფაქტორები ბიზნესისთვის ნაკლებად მწვავეა. 



მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის შუა რიცხვებიდან განახლდება და გრანტის თანხა, 30%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში, 30 ათას ლარამდე გაიზრდება. მაღალმთიან რეგიონებში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს 10%-იანი თანამონაწილეობა მოეთხოვებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები