მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესის შეხვედრა პრემიერ მინისტრთან - რაზე ისაუბრეს მთავრობის ხელმძღვანელთან?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ოფიციალური სამთავრობო რელიზებით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს.საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები