შუადღეგადასულზე ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი პრემიერმა სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარა. კონკრეტული თემა და საკითხები რაზე სურდა ირაკლი კობახიძეს დილით გავრცელებული წერილობითი განცხადების შემდეგ კერძო სექტორთან საუბარი მიპატიჟებისას მასპინძელს არ უთქვამს, თუმცა თავიდანვე ცხადი იყო რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან მთავრობის თავმჯდომარეს მიმდინარე პროცესების განხილვა სურდა. წინასწარი კომენტარები ინგოროყვას შვიდში მისულთა ნაწილმა გააკეთა.