მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის თანამშრომლობა გარემოს დასაცავად

BM.GE
21.04.22 10:13
830
„ნატახტარის“ მწარმოებელმა კომპანიამ „ეფეს საქართველომ“ „ნიკორა სუპერმარკეტთან“ და „ეკო ჯეო პეტთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სასმელების წარმოების, საცალო ვაჭრობისა და პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების კომპანიების გაერთიანების მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საპილოტე პროექტის განხორციელებაა, რაც მომავალში პლასტმასის (PET) ბოთლების მასშტაბურ შეგროვებასა და გადამუშავებას გულისხმობს. კომპანიების ერთობლივი პროექტი მომავალში სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას ითვალისწინებს. 

კამპანია #გარემოსთვის „ეფეს საქართველოს“ ინიციატივით, მისი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დაიწყო. პლასტმასის ბოთლების შეგროვებასთან ერთად, პროექტი შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავებასაც ითვალისწინებს. 


სტუმრები: ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი; თემურ ალექსანდრია - „ნიკორა სუპერმარკეტის“ აღმასრულებელი დირექტორი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები