საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელოს ირაკლი ასლანიშვილის განცხადებით, მათი წევრების მხრიდან არ დაფიქსირებულა არცერთი განცხადება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა თუ კორუფციის გაზრდილ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ასლანიშვილმა პრემიერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"მე შემიძლია ასოციაციის მაგალითზე გითხრათ, რომ მსგავსი პრეცედენტი (ხელისუფლების მხრიდან ბიზნესში ჩარევა) ჩვენს წევრებზე არ დაფიქსირებულა. ბიზნესგარემოს კუთხით ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის თავისუფლების ინდექსი არის ძალიან მაღალი.
ასოციაციაში გაწევრიანებულია ეკონომიკის 70%-ზე მეტი და მსგავსი ფაქტები შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის",-ამბობს ასლანიშვილი.
იგივე პასუხი აქვს ასოციაციას კორუფციასთან დაკავშირებითაც.
" ხშირად გარკვეული საკითხების გადატანა ხდება სხვა ჭრილში, რომელიც დაკავშირებულია ბიუროკრატიასთან და მოლოდინებთან. ასოციაციის ჭრილში მსგავსი საკითხების დაფიქსირება არ მომხდარა",-აცხადებს ასლანიშნვილი.
რაც შეეხება უშუალოდ "ომეგასთან" დაკავშირებულ საქმეს, მისი თქმით, კომპანია მათი წევრი არ არის და ცალკეული კომპანიების ჭრილში შეფასებას ვერ გააკეთებს.

























