მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესის ტერორზე ლაპარაკი უსაფუძვლოა, შეგიძლიათ ბიზნეს ასოციაციებთან გადაამოწმოთ"

5c8253d095f4e
ლევან თაღიაშვილი
08.03.19 16:00
2298
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მოწოდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები ბიზნესის მიმართ მიუღებელია და გარკვეული ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. მისივე განმარტებით, ბიზნესმენები საქართველოში ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველაზე კარგად აკეთებენ საკუთარ საქმეს.

„საქართველოში ბიზნესმენები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად აკეთებენ საკუთარ საქმეს. ამიტომ ის შეურაცხმყოფელი მოწოდებები, რაც ბოლო დღეებში გავრცელდა ბიზნესის მიმართულებით, ვფიქრობ, ეს არის არაკორექტული და ემსახურება გარკვეული ჯგუფების ინტერესებს. ასეთი ტიპის შეფასებები არის მიუღებელი. ბიზნესს საკუთარი საქმე აქვს, რომელსაც ყოველდღიურად, ჩვეულ რეჟიმში აკეთებს,“ - აღნიშნა ომბუდსმენმა.

ლექვინაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ბიზნესს ყოველდღიური პრობლემები აწუხებს, თუმცა, საუბარი მათ ტერორზე ან ქონების წართმევაზე არარეალურია.

„საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არის ბიზნესის მასობრივი ტერორი ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ეს განცხადება შეგიძლიათ გადაამოწმოთ საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნეს ასოციაციასთან. ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ ნებისმიერ ბიზნესთან, ბიზნეს ასოციაციასთან, მე შემიძლია ვისაუბრო მათ ყოველდღიურ პრობლემებზე, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ვინმე ვინმეს ატერორებს ან ქონებას ართმევს ზედმეტია. ეს ორკესტრირება, რომელსაც ბოლო დღეებში ვხედავთ, არის მხარდაჭერილი გარკვეული ჯგუფების მიერ მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება გარკვეული ჯგუფის ინტერესებს.“ - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები