მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესის წართმევა ხდება ზუსტად იმ მეთოდებით, რაც შევარდნაძის დროს იყო"

5c77dc4e79ba7
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.19 17:30
1073
“ეს არის ბიძინა ივანიშვილის ზეწოლა, რათა მან მეორე ბიზნესმენი, მამუკა ხაზარაძე მოიშოროს. ეს ხდება ზუსტად იმ მეთოდებით, რომლითაც ბიზნესის წართმევა შევარდნაძის დროს ხდებოდა,”- ამბობს საქართველოში საერთასორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი.

ფადი ასლის განაცხადებით, ფულის გათეთრების მუხლით გამოძიების დაწყება აბსურდულია, რადგანაც იმისთვის, რათა ფული გათეთრდეს მას არაკანონიერი წარმომავლობა უნდა ჰქონდეს, აღნიშნულ შემთხვევაში კი ფული წყარო თავად თიბისი ბანკი იყო.

“პროკურატურა ახლა თავდაცვის რეჟიმშია, რადგანაც ისინი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ იყვნენ, რომ ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაცია გაევრცელებინათ, თუმცა, მათი ბრალდება არის სრული სისულელე. ფულის გათეთრების შესახებ ბრალდება წარმოადგენს სიყალბეს. ფულის გათეთრება რომ მოხდეს, მაშინ ფული უკანონო საქმიანობიდან უნდა მომდინარეობდეს, ამ შემთხვევაში კი ფული თიბისი ბანკიდან მოვიდა, როგორ შეიძლება გქონდეს სახეზე ფულის გათეთრება, თუ აღნიშნული ფული ლეგიტიმური ორგანიზაციიდან მომდინარეობს და ისედაც თეთრია?

უფრო მეტიც, ეს ფული თიბისის დაუბრუნდა, რაც კაპიტალის შევსების სახით მოხდა. აღნიშნული ბრალდბები წარმოადგენს სქემას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიგონა, რათა მან კონტროლი დაამყაროს თიბისი ბანკსა და ანაკლიის პორტის პროექტზე. ის ამ მიზნის მისაღწევად პროკურატურას და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს იყენებს. ახლა კი საერთაშორისო ზეწოლის გამო პროკურატურა ცდილობს საკუთარი თავი დაიცვას, თუმცა ამ განცხადებების მიუხედავად, ისინი კიდევ უფრო მეტად ჩაეფლობიან ამ საქმეში. პროკურატურას ვურჩევდი, რომ მათთვის ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება რომ შეაჩერონ მოგონილი და შეკერილი ამ საქმის წარმოება, ამით ისინი ქვეყნის რეპუტაციის შელახვასაც შეაჩერებენ,”- ამბობს ასლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები