გუშინ, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ ახალი პროექტი წარადგინა. საუბარია ქართული სტუმარმასპინძლობის სკოლის მასშტაბურ პროექტზე, რომელიც USAID-ის პროგრამის, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით ხორციელდება. სკოლა საჩხერეში იქნება და ის დასავლეთ საქართველოში კადრების გადამზადებას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში ჯამში 12 პროგრამა შემუშავდა, რომელიც სტუმარმასპინძლობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პროგრამა ორი წლის განმავლობაში ჯამში სამას ადამიანს გადაამზადებს. როდის მიიღებს ის პირველ ნაკადს და რას გულისხმობს პროექტი?
სტუმრები: ნანა ყუფუნია - ქართული სტუმარმასპინძლობის სკოლის პროექტის მენეჯერი;
ნინო შერმაზანაშვილი - სტუმარმასპინძლობის სექტორის წამყვანი ექსპერტი;