მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#ბიზნესისკვირეული - ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარება მესტიაში (16.01.24) -გიორგი ისაკაძის ეპილოგი

გასულ კვირაში, 16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატ/საათი შეადგინა. ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ხაზგასასმელია, რომ იმავე დღეს, სრულად „ენერგო-პროს“ აბონენტთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული 14 მილიონი კილოვატ/საათი მოიხმარეს ყველა კატეგორიის მომხმარებლებმა, მათ შორის, დიდმა კომერციულმა თუ საბიუჯეტო აბონენტებმა, ხოლო მხოლოდ მოსახლეობამ დაახლოებით 6 მილიონი კილოვატ/საათი მოიხმარა.