მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#ბიზნესისკვირეული - ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე - გიორგი ისაკაძის ეპილოგი / 17.09.2023

„ყოველი ერის საფუძველი, ძალა, მომავალი უფრო მის მეურნეობაზეა დამყარებული, მის მწარმოებლობაზე. სხვა ყველაფერი თითქმის უმნიშვნელოა ამასთან შედარებით. ერი, რომლის წარმოება შეფერხდა სხვა ქვეყნების წარმოებასთან შედარებით და ხეირიანად ვეღარ აჯილდოებს მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული. იმან თუ სწრაფად ვერ მოახერხა თავისი წარმოების გაუმჯობესება, გაიაფება, გაადვილება და გახვავიანდება, მისი საქმე წასული და დაღუპულია“.ნიკო ნიკოლაძის სახელის გაგონებისას, პირველი, რაც გვახსენდება მის მიერ ქალაქ ფოთის აღმშენებლობაა, თუმცა აღნიშნული მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საქმიანობებიდან, რასაც ეს უაღრესად განათლებული, ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ახორციელებდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. წლევანდელი წელიწადი, 2023 წელი გამორჩეულია და საქართველოში მისი გამორჩეული მოღვაწის და პიროვნების დაბადებიდან 180 წლისთავი აღინიშნება.

გასაბჭოებისას ნიკო ნიკოლაძე ინგლისში იმყოფებოდა ჭიათურის შავი ქვის პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნას მან სამშობლოში ცხოვრება არჩია. ის დაბრუნებიდან ოთხი წლის თავზე, 1928 წელს, 85 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ცხედარი დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში, ტვინი კი შეინახეს სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის თავის ტვინის მუზეუმში. ნიკო ნიკოლაძის ხსოვნისა და უკვდავების მთავარი წყარო, რა თქმა უნდა, მისი ღვაწლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები