აი, როგორ აღწერს კარაპეტ გრიგორიანცი მე-19 საუკუნის თბილისში კინტოების ყოფას: „სიტყვა „კინტო“ მავნე პირსა ნიშნავს, მაგრამ ისინი მხოლოდ თავიანთის ოფლით ცხოვრობდნენ და ქეიფობდნენ. იცვამდნენ ძალიან სუფთად და კოხტად. იმათი ლეკური თამაშობა ერთობ გასაოცარი იყო, ისინი ხშირად გაშლილ სუფრაზე ისე თამაშობდნენ, რომ არც ერთ რამეს ფეხს არ ახვედრებდნენ. მთვარიან ღამეში ისინი ხშირად მტკვრის პირზედ ლხინში ათენებდნენ და ერთობოდნენ. ისინი დიდრონ თაბახებით ქუჩა-ქუჩა ათასგვარ სუფთა ხილს ატარებდნენ და მოქალაქეების ოჯახებში არიგებდნენ. ისე დახელოვნებულები იყვნენ, რომ ყველაფრის სეზონი იცოდნენ. ხშირად მდიდარი მოქალაქეების სახლებში გაურიგებლივ ხილსა, ყველსა, თევზსა, და სხვა სანოვაგეს დასტოვებდნენ და ფულს შემდეგში ჩაიბარებდნენ."