"ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით დამოკიდებულება ნათელი იყოს", - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში DLa Piper-ის პარტნიორმა თედ ჯონასმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში საარჩევნო პროცესმა მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული დაძაბულობებიც.
"არჩევნების წინ განსაკუთრებით გაიზარდა ეკონომიკაზე ზრუნვა. მოსახლეობას და ბიზნესს სურთ დაინახონ სიღრმისეული პოლიტიკის გაგრძელება ეკონომიკის კუთხით. არსებობს რისკები, როემლიც ამ პროცესს ახასიათებს.
ტენდენციები სასამართლო სისტემაში ბოლო ორი წლკის განმავლობაში არ იყო დადებითი. იმედი მაქვს რომ ბატონ კვირიკაშვილს ეს კარგად ესმის. ბიზნეს გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ნათლად გამოკვეთილი დამოუკიდებლობა იყოს.
მნიშვნელოვანია სტაბილური დემოკრატიის შენარჩუნება ქვეყანაში", - განაცხადა ჯონასმა.

























