მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესისთვის გაზის გაძვირება ძალიან ცუდი იქნება" - ბიზნესის პასუხი ტარიფის ზრდაზე

5c52b946e3546
ლევან თაღიაშვილი
31.01.19 14:45
795
კომპანია "კულას" დამფუძნებლის ვანო გოგლიძის განცხადებით, გაზის ტარიფის გაძვირება ძალიან ცუდი იქნება ბიზნესისთვის, რადგან დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, „კულა“ სწორედ მასზეა დამოკიდებული.

ვანო გოგლიძე BM.GE-თან საუბრისას პროდუქციაზე ფასის მომატებას არ გამორიცხავს.

„რაც კი შეიძლება ცუდი ვთქვა, სწორედ ამ თემას ეხება. ეს ძალიან ცუდი იქნება ბიზნესისთვის, ლარის კურსი დიდი ხანია ასეა, მაშინ რატომ არ შეცვალეს ტარიფი?! ჩვენი წარმოება ნატურალურ პროდუქციაზეა დაფუძნებული, დანამატები არ გვაქვს.

ძირითადი ორიენტაცია გვაქვს გაზზე, რომ სტერილიზაცია და პასტერიზაცია 4-ჯერ გავაკეთოთ. საკმაოდ დამოკიდებულები ვართ ამ ენერგიაზე. ვცდილობთ, რომ რეზერვები გამოვნახოთ და პროდუქციას ფასი არ მოვუმატოთ, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. მოგვივიდა წერილები, რომ ფასის მომატებას აპირებენ.

წარმოებას არ შევამცირებთ, ვეცდებით სხვა რესურსებით დავაკომპენსიროთ, თუ არადა, რაღაც ეტაპზე მოგვიწევს ფასის მომატება”, - განაცხადა „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე იქნება 95 თეთრი დღგ-ს ჩათვლით. ეს ტარიფის 10%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის განცხადების მიხედვით, ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები