ბიზნესისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა არ არის კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ bm.ge-ს "ბაზისბანკის" გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ განუცხადა. ასე გამოეხმაურა ის ფინანსთა მინისტრის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ბიზნეს სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია.
"როდესაც საუბარია საპროცენტო განაკვეთებზე, უპრიანი იქნება შევადაროთ იმ ტრენდს, რაც გვაქვს ქვეყანაში ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ცალსახად დავინახავთ, რომ როგორც საცალო, ასევე ბიზნეს მიმართულებით გვაქვს კლება, ხელმისაწვდომობა იზრდება. საპროცენტო განაკვეთების კლება დამოკდებულია ქვეყნის ზოგად რეიტინგებთან და იმ სახსრების ღირებულებასთან, რომლებსაც ბანკები იზიდავენ და რომლის მეშვეობითაც ვაკრედიტებთ მომხმარებელს. დარწმუნებული ვარ, იმ ზრდის პირობებში, რაც გვაქვს, იქნება შესაძლებლობა, რომ მომავალში გავაგრძელოთ ეს ტრენდი და შემცირდეს განაკვეთები და გაიზარდოს ხელმისაწვდომობა.
თუმცა, დღეაც ვთვლი, რომ ბიზნესისთვის სესხებზე ხელმისაწვომობა არ არის კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის",-ამბობს ბანკირი.

























