მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესისთვის ურეკში ინვესტირება სარისკოა"

5acdf9b23462b
ელენე გოგბერაშვილი
11.04.18 17:10
1821
"ინვესტორებისთვის ურეკში ინვესტირება სარისკოა", - ამის შესახებ BM.GE-სთან ოზურგეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი აცხადებს. მისი თქმით, ურეკის საკურორტო ზონის დიდი პოტენციალის მიუხედავად მსხვილი ინვესტორები ურეკში ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ. თამაზ ლომჯარია ამბობს, რომ კურორტის მიმართ ინტერესი გაზრდილია, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ინტერსი ინტერესად რჩება.  
 
"კურორტზე ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროები შენდება. მსხვილი ინვესტიციები რომელიც მილიონს აჭარბებს, არ არის. კურორტის მიმართ ინტერესი არის, მაგრამ ყველაზე მეტად ხელს შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა გვიშლის. როდესაც მოდის ინვესტორი და არ არის გაზის, წყლის კომუნიკაცია, სანამ ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდება მსხვილი ინვესტიციის განხორციელება მისთვის სარისკოა. ამის გამო უფრო სიფრთხილით ეკიდებიან", - აცხადებს თამაზ ლომჯარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მომავალ წელს ურეკში ბულვარის მოწყობა იგეგმება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ცენტრალურ გზას. მოეწყობა ველობილიკები, საფეხმავლო ბორდიურები და დამონტაჟდება განათების სისტემები. ოზურგეთის მერიის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ კურორტზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ინვესტორების მხრიდან ინტერესი კონკრეტული პროექტების განხოციელებაში გადაიზრდება.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები