მაესტროს მხრიდან გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეის ფაქტს "საქმიანი დილის“ ეთერში აფასებს სასტუმრო “ტერასას“ მფლობელი მაია სიდამონიძე.
"ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა იბრძოლოთ და “საქმიანი დილა“ და “ბიზნესკონტაქტი“ უნდა დარჩეს “მაესტროს“ ეთერში. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი გარკვეულწილად საკმაოდ ინოვაციური პროდუქტი იყო ტელესივრცეში, აქამდე ნამდვილად არ გვქონია ასეთი დეტალური ტელეპროექტი, რომელსაც უყურებ და მართლა დეატალური ინფორმაცია მოდის ბიზნესის და ეკონომიკური ანალიტიკის კუთხით. იგივე ტურიზმის სფეროში ერთადერთი კომპეტენტური ანალიზის მოსმენა სადაც შეიძლება ეს მხოლოდ ამ პროექტებშია.
ვფიქრობ, რომ ეს გადაცემები გარკვეულწილად საზოგადოებისთვის საგანმანათლებლოცაა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ერკვევა თუ რა ხდება სხვადასხვა სფეროებში.
ბიზნესისთვის და კერძო სექტორისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება და რეალურად დარტყმა იქნება ეს გადაცემები რომ არ არსებობდეს, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად დღეს უპირველესად, სწორედ ბიზნეს სექტორია, რომელიც ამ გადაცემას არა მარტო უყურებს, არამედ მონაწილეობს მასში", - განაცხადა სიდამონიძემ.
"ბიზნესკონტაქტის" "საქმიანი დილას" და "ანალიტიკას" გუნდი მადლობას უხდის ყველა პირს მხარდაჭერისთვის.

























