"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდი სამძიმარს უცხადებს ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ოჯახს. ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "2030"-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ჩვენ გვაკავშირებდა პროფესიული და პირადი ურთიერთობები ზვიადთან, რომელიც გამორჩეული იყო თავისი დამოკიდებულებით, პასუხისგებლობით მეგობრების და საქმის მიმართ. "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდი სამძიმარს უცხადებს ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ტელეკომპანია GDS-ს.

























