მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესკურსი: რატომ და როგორ უნდა გააციფრულო ბიზნეს პროცესები

ბიზნეს
16.04.24 10:54
318

ბიზნეს პროცესების გაციფრულება კომპანიებისთვის წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება. გაზრდილი კონკურენციისა და მუდმივად ცვალებადი გარემოს პირობებში, ბიზნესებს სჭირდებათ, დაზოგონ დრო, ფული და ადამიანური რესურსი. სწორედ ამის საშუალებას იძლევა პროცესების გაციფრულება

საჭიროების მიუხედავად, ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს უჭირს პროცესების გაციფრულება. მიზეზი, მეტწილად, ცოდნის ნაკლებობაა ხოლმე. აი, ამ პრობლემის გადასაწყვეტად კი, საქართველოს ბანკის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე, ბიზნესკურსზე, ცოტა ხნის წინ ახალი კურსი დაემატა — ბიზნეს პროცესების გაციფრულება.

რას ისწავლით კურსის ფარგლებში

ისევე, როგორც ბიზნესკურსის სხვა პროგრამები, ბიზნეს პროცესების გაციფრულების კურსიც ამ საკითხის ექსპერტის მომზადებულია. მას საქართველოს ბანკის უფროსი ეჯაილ ოფიცერი, ირმა ბერძენიშვილი, უძღვება.

კურსი კი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბიზნესის გაციფრულების მიზეზები და მიზნები, კონტროლის მექანიზმები, რისკების შემცირება და მეტი გამჭვირვალობა, ქლაუდის გადაწყვეტები, სააღრიცხვო სისტემის კრიტერიუმები, პროვაიდერთან დაკავშირებული რეკომენდაციები და პროცესების ავტომატიზაცია.

კურსის გავლის შედეგად, ზუსტად გაიგებთ, რა სარგებელს მიიღებთ ბიზნეს პროცესების გაციფრულებით. ამასთან, კურსი დაგეხმარებათ, თქვენს საჭიროებებზე მორგებული სააღრიცხვო სისტემები მოიძიოთ და რობოტიზაციის დანერგვაზე იზრუნოთ. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, თქვენი ბიზნესის წარმატებაზე აისახება.

რატომ გჭირდებათ ბიზნესის გაციფრულება

პროცესების გაციფრულებით დროსთან და ფულთან ერთად, ადამიანურ რესურსსაც დაზოგავთ. ამასთან, გაციფრულება ბიზნეს საქმიანობის ეფექტურობასაც ზრდის, აუმჯობესებს კომპანიის ადაპტაციის უნარს, მომხმარებლის გამოცდილებას და, რასაკვირველია, დადებითად აისახება შემოსავალზეც.

რაც შეეხება რობოტიზაციას, მას ბიზნეს სექტორში აბრევიატურა RPA-ით (რობოტული პროცესების ავტომატიზაცია) იცნობენ. ეს მეთოდი, პირველ ყოვლისა, რისკებს ამცირებს, რადგან რუტინული საქმეების კომპიუტერის მიერ შესრულება ადამიანური შეცდომის ალბათობას გამორიცხავს. რობოტიზაცია პროცესებსაც აჩქარებს, რაც ასევე ითარგმნება მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებასა და შემოსავლის ზრდაში. ამდენად, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში რობოტიზაცია კომპანიებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. 2022 წლისთვის, მაგალითად, მსხვილი კომპანიების 85%-ს უკვე დანერგილი ჰქონდა RPA თავის საქმიანობაში, მცირე და საშუალო ბიზნესების დიდ ნაწილს კი სამომავლო გეგმად აქვს გაწერილი მისი დანერგვა.

რა არის ბიზნესკურსი და კიდევ რას გთავაზობთ ის

უკვე დიდი ხანია, ბიზნესკურსი საქართველოში ნებისმიერი ბიზნესის მფლობელს აძლევს საშუალებას, სრულიად უფასოდ შეიძინოს მისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. საქართველოს ბანკის შექმნილი პლატფორმა სხვადასხვა თემატიკის ათობით უფასო სასწავლო კურსსა და მასტერკლასს აერთიანებს.

ბიზნესკურსის საშუალებით, დაგეგმავთ და განახორციელებთ ყველა ნაბიჯს ბიზნესის იდეიდან გამართულ მარკეტინგამდე. პლატფორმა მოიცავს სამეწარმეო საქმიანობის თითქმის ყველა ასპექტს: გაყიდვები, მომსახურების მენეჯმენტი, ბუღალტერია, რეკლამირება, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. სასწავლო კურსებს სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.

ბიზნესკურსის შესახებ მეტის გაგებასა და პლატფორმაზე რეგისტრაციას ვებგვერდზე შეძლებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები