მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესმა არ იცის სატელევიზიო რეიტინგების ორი მთვლელიდან რომელია სანდო"

5cfcc61a4e033
BM.GE
09.06.19 12:50
1291
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური თვლის, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მთავარი მასტიმულირებელი მექანიზმი რეიტინგების გაზომვის ერთი სტანდარტის ჩამოყალიბება იქნება.

იქიდან გამომდინარე, რომ სარეკლამო ბაზარზე მდგომარეობა არის თითქმის იგივე და 2016 წლიდან მოყოლებული ბაზარს აქვს კლების ტენდენცია, კითხვაზე ხომ არ ფიქრობს მარეგულირებელი რაიმე ტიპის ინსტრუმენტის გამოყენებას საიმისოდ, რომ მოხდეს ბაზრის სტიმულირება, კახა ბექაური პასუხობს, რომ მარეგულირებელი ამის საჭიროებას რა თქმა უნდა ხედავს. რის საჭიროებასაც ვერ ხედავს, ეს ბაზარზე რეიტნგების ორი მთვლელის არსებობაა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამაზე არასაჯარო სივრცეში იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამის მონაწილეები, მაგრამ საჯარო ინიციატორი ჩვენ ამის არ უნდა ვიყოთ. პირველი და მთავარი მასტიმულირებელი მექანიზმი ჩვენი აზრით, არის ერთი სტანდარტი გაზომვის ანუ რეიტინგების. ჩვენ დღეს ბაზარზე ორი მთვლელი გვყავს, ანუ ბიზნესმა არ იცის, რეკლამის მიმცემმა არ იცის, როცა ორი კომპანიაა და ორი მონაცემი დგება ბაზარზე და ნაწილი ბიზნესის ამით ანთავსებს, ნაწილი ამით ანთავსებს, სანდოობის მხრივ რომელია სწორი.

ბიზნესს უფლება აქვს იცოდეს,  ნებისმიერი ლარის ეფექტიანობა, რომელიც მან სარეკლამო კომუნიკაციაში ჩადო. დღეს ეს არ იცის, რადგან არ იცის მისი ნამდვილობა. ამიტომაც პრობლემაა ეს და ბიზნესს არ აქვს სტიმული მეტი ფული დახარჯოს.

დამკვეთების ინტერესია, რომ ობიექტურად გაიზომოს მედია, იმიტომ, რომ ფულს ისინი დებენ. მათ უნდა შექმნან ე.წ ასოციაცია, ისინი უნდა იყვნენ უმრავლესობა, შიგნით მედიაც უნდა იყოს და მათ ერთობლივად გამჭვირვალედ უნდა გააკეთონ ის, რომ ერთი მზომველი იყოს ბაზარზე.

რაც შეეხება ტელევიზიებს, მათ უფლება უნდა ჰქონდეთ, რომ ყოველწლიურად ან 6 თვეში ერთხელ აუდირება აკეთონ დამოუკიდებელი აუდიტორის მეშვეობით ამ მთვლელის, რომ ნამდვილად სწორად ზომავს“-განაცხადა გადაცემაში "ფორბსის კვირა" კახა ბექაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები