მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და გატესტილები ან აცრილები დაუშვას - კულუმბეგოვი

61f9497fdbb0e
მარიამ ვარადაშვილი
01.02.22 18:56
983

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვი ბიზნესს მოუწოდებს, “მწვანე პასპორტის” გაუქმების მიუხედავად სტუმრებს ტესტის უარყოფითი პასუხი ან/და აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვონ. 

“კერძო ბიზნესმა და არა მარტო  უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო და სოციალური  პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი (48 სთ) ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით (ბოლო ინექციიდან 3 თვეში ბუსტერის მოთხოვნით).

ეს წესი მინიმუმ შემდეგი 1 თვე უნდა მოქმედებდეს. მე პირადად მხოლოდ ასეთ ობიექტებზე ვაპირებ სტუმრობას!”, - წერს კულუმბეგოვი Facebook-ზე.

"ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველი დეკემბრიდან, როცა "მწვანე პასპორტის" წესი ამოქმედდა, გადაწყდა, რომ კოვიდ-გადატანილებს ეს მექანიზმი უვადოდ მიენიჭებოდათ. აღნიშნულს არც ეპიდემიოლოგები და მათ შორის არც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეთანხმებოდა. ამდენად, დიდი ალბათობით covid-გადატანილებისთვის "მწვანე" სტატუსის მინიჭების იდეა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები