მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენ გელა ბარკალაიას სახლში ყაჩაღობისთვის 2 ადამიანი დააკავეს

გელა ბარკალაია

პოლიციამ საგურამოში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. დაკავებულები წარსულში ნასამართლევები არიან: 1968 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1978 წელს დაბადებული ლ.მ.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ყაჩაღობა ბიზნესმენ გელა ბარკალაიას ერთ-ერთ სახლში მოხდა. ბარკალაია და მისი ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, ნაცემია ოჯახის დამხმარე და სახლის მომვლელი. ინფორმაცია თავდაპირველად თავად გელა ბარკალაიამაც დაუდასტურა „პირველებს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ბრალდებულებმა თავს დაესხნენ 1956 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხის გადახდა მოსთხოვეს. დაზარალებულს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება და სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები