მსხვილი ენერგო და მეტალურგიული კომპანიების "Русал"-ის და En+ Group-ის დამფუძნებელი ოლეგ დერიპასკა და ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის მმართველობით და წარმომადგენლობით პოზიციებს ტოვებენ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა Tass-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათი წყაროები არიან დერიპაკასთან და მსხვილ ბიზნესგაერთიანებასთან დაახლოებული პირები.
„დერიპასკა და იაკობაშვილი მმართველობით და ბიუროში დაკავებულ პოზიციებს ტოვებენ“, - აღნიშნა ერთერთმა რესპონდენტმა, მეორემ კი ეს ინფორმაცია დაადასტურა.
Tass-ი წერს, რომ თავად რუსეთის მრეწველთა და მწარმოებელთა კავშირში ოფიციალურ კომენტარს ამის შესახებ ჯერჯერობით არ აკეთებენ.