„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა. წარდგენა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პირველ ოცეულში პოლიტიკოსების გარდა მოხვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ორი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი და ვახტანგ თურნავა.
შოთა ბერეკაშვილი რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. ბიზნესმენი დეველოპერულ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“ ფლობს ირაკლი ბურდილაძესთან ერთად. ბერეკაშვილი ასევე ფლობს წილს კომპანიებში: შპს რიელ ესთეით სოლუშენს, შპს ბკ კაპიტალი, შპს ბკ ჰოლდინგი, შპს ბ.კ. კაპიტალ ჯორჯია.
რაც შეეხება ვახტანგ თურნავას, ბიზნესმენს ეკუთვნის შპს ინტერპორტ ჯორჯია , რომელიც საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით ოპერირებს. თუმცა, თურნავას მთავარი მიმართულება IT ტექნოლოგიებია.
ის ფლობს შემდეგ კომპანიებს და წილს შემდეგ კომპანიებში: შპს სვიფტი, შპს საკე, შპს სქილვილ ნეო, შპს სვიფტ ჯორჯია, შპს თუ გო კუ ჯგუფი, შპს სქილვილი, შპს ბიქეიენ301 ჯორჯია,შპს ჰაივ აპარტ ჰოთელ და შპს თუ გო კუ ჯგუფი.
როგორც 36 წლის ვახტანგ თურნავამ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, მისი მიზანი, ქვეყანაში IT ტექნოლოგიების კიდევ უფრო მეტად განვითარებაა.
"IT სფეროში ვმოღვაწეობდი, დაახლოებით, 15 წელი. ჩემი მიზანია, რომ ამ სფეროში ჩართულობა გავაძლიერო. IT არის მომავლის სფერო, დაახლოებით, 3-4 მილიარდი უკვე შემოვიდა საქართველოში. გვინდა, რომ ეს სფერო უფრო პოპულარული გავხადოთ. ვფიქრობ, ერთადერთი პარტია, რომელიც შეძლებს ევროინტეგრაციას, "ქართული ოცნებაა", - განაცხადა ვახტანგ თურნავამ.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია - სია