საზღვაო-სამხედრო აყალმაყალი, ცენტრალური ბანკის სიბრიყვეები და ჩვეულებრივი გმირები: მთავარი რედაქტორი სტივ ფორბსი წლის წიგნებს ირჩევს. ვის სჭირდება ფედერალური სარეზერვო სისტემა? რას გვეუბნება ტეილორ სვიფტი, უბერი და რობოტები- ფულის, კრედიტისა და იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გავაუქმოთ ამერიკის ცენტრალური ბანკი“. ეს არის ჯონ ტემნის ჟარგონისაგან სასიამოვნოდ დაცლილი და გასართობ ენაზე დაწერილი წიგნი, რომლის დახმარებითაც სწრაფად ჩაწვდებით ფულის, კრედიტისა და სავალუტო პოლიტიკის მარტივ ჭეშმარიტებას. ასევე ფორბსის რჩეულ წიგნებს შორის სახელდება -„ახალი ამბების შემქმნელი: ანუ როი ჰოვარდი, სქრიპს ჰოვარდის ახალი ამბების იმპერიის უკან მდგომი გენიოსი, ოქროს ხანიდან ატომურ ხანამდე.“ ავტორი გვიამბობს უმაღლესი კლასის ბიოგრაფიას, თუ როგორ იქცა მოკრძალებული რესურსების მქონე ოჯახიდან გამოსული ჰოვარდი ჯერ არაჩვეულებრივ რეპორტიორად, მერე კი გენიალურ ბიზნესლიდერად. ვფიქრობ საუკეთესო გზა არის ნებისმიერი რეპორტიორისთვის, მოტივაციის ამაღლების კუთხით.
მილიონი ფიზიკური ეგზემპლარის გაყიდვა დღევანდელ საგამომცემლო ატმოსფეროში ნამდვილ გამოწვევად ითვლება და ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როცა ბიზნესწიგნებზე მიდგება საქმე. ბესტსელერთა სიაში კი სულ 11 ავტორი ხვდება, აქედან წამყვანი პოზიცია, 2007 წლის შემდეგ, ტომ რეთის „ძალის მაძიებელი 2.0“-ს უკავია, რომელსაც აქვს პრეტენზია, ფარული ტალანტების აღმოჩენასა და მათ გამოყენებაში დაგვეხმაროს. რეთის გაყიდვები ისეთ განთქმულ პოპ-ეკონომიკურ-ფსიქოლოგიურ ნაშრომებსაც კი აყენებს ჩრდილს, როგორებიცაა მაგალითად "კრთომა“ და "ფრიკონომიკა". რომლებიც რეიტინგში მეორე და მეხუთე პოზიციებზე ინაცვლებენ. ხოლო ყველაზე ძველი წიგნი, რომელსაც კვლავ იტაცებენ თაროებიდან და კვლავ აქტუალურია, ეს არის - „რა ფერია შენი პარაშუტი“. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დღეს კარიერის მაძიებელთა წიგნის 47-ე გამოცემა იყიდება.
რაც შეეხება მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენების რჩეულ ბიზნესბიბლიოთეკას, მაგალითად სტივ ჯობსი და ჯეფ ბეზოსი რეკომენდაციას უწევენ წიგნს, სახელად „ინოვატორის დილემა: წიგნი, რომელიც შეცვლის ბიზნესის კეთების გზას, ეს არის წიგნი, რომლსაც რეკომენდაციას უწევს და აღწერილია თუ როგორ კარგავენ ბაზარზე ლიდერობას წარმატებულად მომუშავე კომპანიები, შესაბამისად ძირითადი აქცენტი გაკეთებულია კომპანიებზე, ანუ რას აკეთებენ სწორად და რას არა. ბილ კლინტონისა და ბილ გეითსის რჩევის თანახმად კი, წიგნი სახელწოდებით “ცხოვრებას შენ განაგებ: იპოვე წარმატების საკუთარი გზა“ თითქმის ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს. უორენ ბაფეტის შვილის მიერ დაწერილ ნაწარმოებში დასმულია ისეთი პრობლემატური საკითხი, როგორიცაა, თუ რომელი გზა უნდა ავირჩიოთ წარმატების მისაღწევად. რაც შეეხება უშუალოდ უორენ ბაფეტს, უპირატესობას ანიჭებს წიგნს სახელად: „ინტელიგენტი ინვესტორი: ანუ წიგნი ხარისხიან ინვესტორებზე.“

























