მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი - გოგი თოფაძის საქმიანი ბიოგრაფია

გოგი თოფაძე
17.02.25 13:45
1359

16 თებერვალს ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსი გოგი თოფაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გოგი თოფაძის საქმიანი ბიოგრაფია:

გოგი თოფაძემ 1969 წელს მოსკოვის ორგანული ქიმიის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურის დასრულების შემდეგ, 1970 წელს თბილისის საპნის ქარხნის დირექტორის თანამდებობა დაიკავა, რა თანამდებობასაც 1975 წლამდე იკავებდა. 1975 წლიდან კი თბილისის ლუდის ქარხნის “თბილლუდის” გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა, 1996 წელს კი ლილოს ლუდის დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

თოფაძემ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქტიურად დაიწყო კერძო ბიზნეს საქმიანობა და მან ლუდის ქარხანა ყაზბეგი 1994 წელს დააფუძნა. 1995 წლიდან კი ზამთრის სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

ბიზნეს საქმიანობის დაწყების შემდეგ კი თოფაძემ პოლიტიკური საქმიანობაც დაიწყო და დააფუძნა პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, რომლის თავმჯდომარეც 1999-2005 წლებში იყო. 1999 წელს კი მას მიენიჭა სახელმწიფო პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში.

1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2003 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, გოგი თოფაძეს მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“. 2007-2008 წლებში კი იყო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

2010 წლის 30 მაისს კი გოგი თოფაძემ კენჭი იყარა თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც ხმათა 5.19% მიიღო. 2012 წელს კი ის პარტია "მრეწველებით" შევიდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციაში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2016 წლის შემდეგ თოფაძემ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაასრულა.

2019 წელს კი საქართველოს კაპიტალმა “ყაზბეგის” აქტივები და ბრენდი 3.65 მილიონ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც ამ დასახელებით ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელებს სწორედ საქართველოს კაპიტალი აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები