ბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში და სხვადასხვა მედიაში ვრცელდება.
გოგი თოფაძე 84 წლის იყო. ის 1940 წელს დაიბადა. 1970-1975 წლებში თოფაძე მუშაობდა თბილისის საპნის ქარხნის დირექტორად. 1975-დან 1986 წლამდე იყო საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ გენერალური დირექტორი. 1986 წლიდან მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად. 1994 დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი“.
ამასთან, გოგი თოფაძე 1999-2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში კი, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“.

























