მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი ლევან გამრეკელი დააკავეს

ლევან გამრეკელი
11.11.25 22:27
2176

ბიზნესმენი, ხაშურის საკრებულოში "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ლევან გამრეკელი დააკავეს. ინფორმაცია BMG-ის საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.

ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია. უწყება ინფორმაციას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გამრეკელი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, თუმცა 2025 წლის არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ის არც მაჟორიტარად წარადგინა და აღარც პარტიულ სიაში შეიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები