მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესმენი მოხსენიებულია როგორც ბიზნეს სექტორი, ვითომ სტადიონზე რაღაც სექტორში ვისხდეთ"

5cfcd80f21bca
BM.GE
09.06.19 14:00
4003
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ფინანსთა მინისტრის მიერ „ოქროს სიის“ შეღავათის გაუქმებას ეხმაურება. მისთვის მიუღებელია ფინანსთა სამინისტროს განცხადება შეღავათის გათანაბრებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ თუ გათანაბრება სურდათ, შეეძლოთ ყველა ბიზნესისთვის 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ.

გარდა ამისა, ბიზნესმენი უკმაყოფილებას გამოთქვამს ბიზნესის მიმართ დამოკიდებულების კუთხით და აცხადებს, რომ ბიზნესს მეტი პატივისცემა და ყურადღება სჭირდება.

„იცით,  მე რა მიკვირს? "ოქროს სიის" გაუქმება ისეთი პათოსით გვამცნო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ, ვითომ "ოქროს სია" შეადგინა ვიღაც გაურკვეველმა ბიზნესმენთა ჯგუფმა, თვითონ ჩაიკეტა ამ "ოქროს სიაში" და ამათმა მიაგნეს და გააუქმეს. ასევე აღმოაჩინეს, რომ "ოქროს სია" ყოფილა თურმე არაეფექტური და დანაშაული. "ოქროს სია" შეადგინა სახელმწიფომ. კომფორტი შეუქმნეს დამსახურებულად იმ კომპანიებს, რომლებსაც დიდი ფული შეაქვთ ბიუჯეტში.

ეს იმის ბრალია, რომ სახელმწიფოში თუ ვინმეს ნიშნავენ, ის უნდა იყოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. შესაძლებელია იყოს კარგი ფინანსისტი, შესაძლებელია იყოს კარგი მუსიკოსი, კარგი მომღერალი, მაგრამ არ შეიძლება იყოს დიდი რაღაცის ხელმძღვანელი.

ყველაზე ცუდი რა არის, რაზეც გამეღიმა, ფინანსთა მინისტრის ახალგაზრდა მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ გავათანაბრეთ რეგულაციები და გავაუქმეთ "ოქროს სია" (იგულისხმება შეღავათები). თუ ათანაბრებ შენ ოჯახაშენებულო, რას ჩამოგყავარ ქვევით, თუ გათანაბრება გინდა, მაინცდამაინც ცუდთან რატომ ათანაბრებ, კარგთან გავათანაბროთ.

ყველას უხდიან მადლობას, ბიუჯეტს, იმას... ბიზნესმენი კი მოხსენიებულია როგორც ბიზნეს სექტორი, ვითომ სტადიონზე რაღაც სექტორში ვისხდეთ და დანარჩენი ვითომ ლოჟაში სხედან. ჩვენ ვიმსახურებთ მეტ პატივისცემას და ყურადღებას“, - აცხადებს თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები