"სპეციალურად ამ პროექტისთვის კომპანია "ნატალი სითი" დავაარსე, ახლა ველოდები ნებართვებს და მშენებლობებს დავიწყებ, ეს იქნება ევროპული პატარა ქალაქი",-აცხადებს კვანტალიანი.
ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5- სართულიანი სახლების მშენებლობაც. ბიზნესმენის განმარტებით, ნატალი სითიში შესაძლებელი იქნება არამხოლოდ აშენებული და მზა საცხოვრებელი ფართების შეძენა, არამედ მიწის ნაკვეთის შეძენა და სურვილისამებრ დაპროექტება.

























