კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი იმ ბიზნესმენების სიაში ვინც წარუმატებელ ექსპერიმეტს წარმატებული პროდუქტის შექმნის პირველ ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, "მარცხი და გამოგონება განუყოფელი ტყუპები არიან".
"იმისთვის, რომ რაიმე ახალი შექმნათ აუცილებელია ექსპერიმენტის ჩატარება. თუკი წინასწარ გეცოდინებათ, რომ პროდუქტი იმუშავებს, მაშინ მას ექსპერიმენტს ვეღარ უწოდებთ. დიდ ორგანიზაციებს, სურთ ახალი გამოგონება წარუდგინონ პუბლიკას, თუმცა არ სურთ ამისთვის წარუმატებელი ექსპერიმენტი ჩაატარონ", - ამბობს ბიზნესმენი Amazon-ის აქციონერთათვის მიწერილ ბოლო ანგარიშში.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, კომპანიამ არაერთი სერვისი დახურა, მათ შორის სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა, აუქციონების ვებ-სერვისი და სმარტფონების წარმოების ხაზი.
ბეზოსი ამბობს, რომ არცერთი წარუმატებელი ექსპერიმენტი არაა სახალისო, თუმცა ამ წარუმატებელი ნაბიჯებით შეძლო მან მილიონობით დოლარის დაგროვება. მისივე თქმით, ათიდან 9 შემთხვევა წარუმატებელია. "მიეცით 10 პროცენტიანი შანსი 100 შემთხვევას და სწორედ იქ იქნება ფსონი წარმატებული.
თუ თქვენ მხოლოდ იმ საქმის კეთებას აპირებთ, რომლის წარმატებულობაშიც დარწმუნებული ხართ, მაშინ უამრავ შესაძლებლობას უკან იტოვებთ".
ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ბეზოსი კომპანიაში წაუმატებელი ქმედებების შემდეგ თანამშრომლებს აწინაურებს. მაგალითად, მან ონლაინ სასურსათო მიტანის სერვისის (Amazon Fresh) შემქნელი თანამშრომელი მას შემდეგ დააწინაურა, რაც კომპანიამ აღიარა, რომ ახალმა პროდუქტმა არ იმუშავა.
"მჯერა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ადგილზე ვართ, სადაც დამარცხება და წარუმატებლობა შეიძლება", - წერს ბეზოსი აქციონერების წერილში.
წყარო: businessinsider.com

























