ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის აზრით საპენსიო რეფორმის ამოქმედებამდე საქართველოში კაპიტალის ბაზარი უნდა განვითარებულიყო.
ამის შესახებ მან „ბიზნესმედია ლანჩზე“ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შეფასებისას განაცხადა.
„წლის ბოლოსთვის საპენსიო ფონდში 1 მილიარდ ლარზე მეტი თანხა იქნება აკუმულირებული. მნიშვნელოვანია. სად უნდა დავაბანდოთ ეს ფული. თუ ამას ქვეყნის გარეთ გავიტანთ, გამოვა, რომ ყოველწლიურად მილიარდს ვიღებთ ეკონომიკიდან, რომელიც მის შემცირებას გამოიწვევს. თუ ამ ფულს საქართველოში დავაბანდებთ, საკითხავია, მზად ვართ ამისთვის?! ჩემი აზრით, აქ ჯერ კაპიტალის ბაზარი უნდა განვითარებულიყო და შემდეგ მომხდარიყო საპენსიო რეფორმის განხორციელება", - აცხადებს ბიზნესმენი.
შეგახსენებთ, რომ "საპენსიო ფონდის" ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამჟამად ფონდში 100 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული.

























