ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და ინჟინერი შოთა აფხაზავა, TEXOL Group-ის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე „Құрмет“-ის ორდენით დაჯილდოვდა. „Құрмет“ ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, სამეცნიერო და კულტურული განვითარების განსაკუთრებული წვლილით გამორჩეულ პირებს ენიჭება.
ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრომ შოთა აფხაზავა ყაზახეთში თანამედროვე ინდუსტრიული წინსვლის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დაასახელა.
🟦 ვინ არის შოთა აფხაზავა
შოთა აფხაზავა არის ავტოინჟინერი, ბიზნესმენი, ინვესტორი და პროფესიონალი ავტომრბოლელი, რომელიც წლებია წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს როგორც ყაზახეთში, ასევე საქართველოში. განსაკუთრებულია მისი მიღწევები ავტოსპორტშიც - ის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მრავალგზის პრიზიორი და გამარჯვებულია.
🔹 TEXOL Group მრავალპროფილური სამრეწველო და ლოგისტიკური ჰოლდინგია ყაზახეთში, რომლის ძირითადი საქმიანობაა სამრეწველო წარმოება, სატრანსპორტო ლოგისტიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.
სწორედ ამ ჰოლდინგის სათავეში ხელმძღვანელობით, ბიზნესმენის მიერ დაფუძნდა და განვითარდა:
- ატირაუს ვაგონთმშენებელი ქარხანა (AWF) - ვაგონების მწარმოებელი თანამედროვე ქარხანა, რომელსაც წლიურად 7 000–8 000 ერთეულის წარმოება შეუძლია;
- ინოვაციური სარკინიგზო სატრანსპორტო ერთეულების და მეტალორგიული კომპონენტების ჩამოსხმის, ვაგონის ნაწილების ლოკალიზებული წარმოებისთვის;
- სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბები ყაზახეთის რეგიონის სტრატეგიულ წერტილებში, სარკინიგზო გადაზიდვები და ტვირთის ოპერირება
- სოციალურ-ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის Texol Wellness Atyrau - მრავალფუნქციური სპორტული და გამაჯანსაღებელი კომპლექსი.
- სასტუმრო/აპარტამენტების კომპლექსი „Ақ Жайық“ - ის აღდგენის და განახლების პროექტი ქალაქ ატირაუში, რომელიც ისტორიული ობიექტია ამ რეგიონისთვის.
ბიზნეს-აქტივობა საქართველოში
შოთა აფხაზავამ არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ეკონომიკაშიც, რითაც ჩართულია ტურიზმის, სპორტის და ტექნოლოგიური სექტორების განვითარებაში, როგორიცაა:
- რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი (Rustavi International Motorpark) - პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვნად განავითარა ავტოსპორტის ინფრასტრუქტურა საქართველოში;
- ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - საჩოგბურთო სპორტის განვითარება აჭარაში
- რიმ ედვენჩერსი - ენდურო ტურების ორგანიზება საქართველოში
- Artline Wings - გათბობა-გაგრილების სისტემებით ვაჭრობა (ბრენდი „ცელსიუსი“) და ბათუმის აეროპორტის სასტუმრო;
„Құрмет“-ის ორდენი - აღიარება რეალური შედეგებისთვის
ორდენი შოთა აფხაზავას მიენიჭა ყაზახეთის მანქანათმშენებლობის დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, თანამედროვე საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისა და ინოვაციური პროექტების წარმატებული რეალიზაციისთვის.
„შრომისა და სტრატეგიული ხედვის შედეგად, შოთა აფხაზავას ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვნად ამდიდრებს არა მხოლოდ ყაზახეთის ინდუსტრიულ პოტენციალს, არამედ მთელ რეგიონს“, — აღნიშნეს TEXOL Group-ში.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი და საქართველოში მის მფლობელობაში არსებული კომპანიები უერთდებიან ამ მნიშვნელოვან აღიარებას და გულთბილად ულოცავენ მას ყაზახეთის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოს მიღებას.


























