მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესმენი: "ზოგჯერ უარიც კარგი პასუხია ბიზნესისთვის, ვიდრე - "დაკიდებული" საქმე"

5cd4291c17d9e
თელარა გელანტია
09.05.19 23:00
998
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის და ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ბიზნესს მთავრობისგან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.
ამის შესახებ მან bm.ge-ის ეკონომიკის ახალი მინისტრის ნათია თურნავას შეფასებისას განუცხადა.

Bm.ge-ის კითხვაზე - როგორი მოლოდინი აქვს, მითუმეტეს როცა უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულიაც გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებაზე საუბრობდა, ლაშა პაპაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ვერ მოაგვარა წინ მინისტრმა (იგულისხმება ტემპის დაჩქარება) და მე მიყვარს ხოლმე სიტყვა, ნათია უფრო Mercedes-ია... ჩქარ-ჩქარა… წლებია, ნათიას ვიცნობ და სულ ასეთია; მოლოდინებს რაც შეეხება, ყველაზე მთავარია ის, რომ სწრაფი გადაწყვეტილებები გვინდა. ის, რაც საპრივატიზაციოა, უნდა დამთავრდეს. როდემდე შეიძლება ასე იყოს. მიწებზე თვითონაც აღნიშნეს, რომ 550 ათას ჰექტრამდე რეგისტრირდება და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. კონკრეტულად მე ვერ ვყიდულობ მიწებს - არაა და ვიცით, ეს დაუმუშავებელი, დაურეგისტრირებელი, სადაო მიწები და ეს ყბადაღებული თემაა წლების განმავლობაში, პოსტკომუნისტური თემაა და ვერ მოხერხდა", - განაცხადა პაპაშვილმა და დასძინა, რომ მინისტრის თქმით, უკვე წელსვე მოხდება 550 ათასი ჰექტრის რეგისტრაცია.

"პირობა მივიღეთ ნათიასგან, რომ არ შეაფერხებს გადაწყვეტილებებს. ზოგჯერ უარიც კარგი პასუხია ბიზნესისთვის, ვიდრე - "დაკიდებული" საქმე. ჩვენი მიზანია, რომ სწრაფად მივიღოთ - უარიც კარგი პასუხია", - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები