KTW ჯგუფის დამფუძნებელ, ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ქართული ღვინო რუსეთში უფრო მოთხოვნადია.
ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა და კომპანიისთვის საექსპორტოდ პრიორიტეტული ბაზრები მიმოიხილა; მათ შორის ისაუბრა ჩინეთის ბაზარზე, სადაც 2018 წელს საქართველოდან ექსპორტი თითქმის 2%-ით შემცირდა.
“ჩვენ ის რესურსი, რომელიც ჩინეთისთვის უნდა მოგვეხმარა, მოვახმარეთ უკრაინის ბაზარს, რუსეთის ბაზარს, იგივე მინდა ვთქვა ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით. რუსეთი ისტორიულად ჩვენთვის მეზობელი ქვეყანა იყო და უფრო მეტად არის რეკლამირებული, უფრო მეტად მოთხოვნადია ქართული ღვინო და განსაკუთრებით ის, რომ ხარისხობრივად უდარდება სხვა ქვეყნების ღვინოებს. ასევე, მისი ცნობადობა არის მაღალი. თუ მენეჯმენტი შეუწყობს ხელს, რომ მიწოდება იყოს დროული და ზოგადად ლოგისტიკის საკითხი მოგვარდება, რა თქმა უნდა, არის უფრო მეტი შესაძლებლობა; ჩვენ უარს ვერ ვიტყვით იმ ეკონომიკაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკას სარგებელს აძლევს; შემიძლია გითხრათ, რომ ლიდერის პოზიცია გვიკავია რუსეთში“, - აცხადებს KTW ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე KTW ჯგუფს ღვინო ამ ეტაპზე ექსპორტზე 22 ქვეყანაში გააქვს.

























