განახლება: თავდაპირველად მასალაში შეცდომით იყო მითითებული დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით.
bm.ge-მ რამდენიმე საათის წინ დაწერა, რომ დეპუტატმა ჩაკვეტაძემ "ქართულ ოცნებას" საკუთარ წლიურ ხელფასზე დიდი ოდენობის თანხა შესწირა.
სინამდვილეში შემწირველი ბიზნესმენი გიორგი ჩაკვეტაძეა, ამიტომ ჩვენ მიერ უნებლიედ შეცდომით გავრცელებული ინფორმაციის გამო, მკითხველს ბოდიშს ვუხდით. რაც შეეხება, “ოცნების” შემომწირველ ბიზნესმენ გიორგი ჩაკვეტაძეს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ბიზნესმენი შპს ვაკე 2011-ის მფლობელი და პოლიტიკური პარტიების აქტიური შემწირველია. გიორგი ჩაკვეტაძემ 2012 წელს 5 000 ლარი შესწირა “ნაციონალურ მოძრაობას”. ამის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" - ჯამში 6-ჯერ 275 ათასი ლარი შესწირა.