მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესმენმა კახელი გლეხების ყურძნის ფული მიითვისა, ესაა ამაზრზენი ფაქტი"

5774bc5597bc5
BM.GE
30.06.16 10:24
1424
პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შარშანდელი რთველის დროს ერთ-ერთმა ბიზნესმენმა კახელ გლეხებს ყურძნის ჩაბარების თანხა არ გადაუხადა. პრემიერმა აღნიშნული საკიტხის შესწავლა სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა, თუმცა ბიზნესმენის სახელი და გვარი არ დაუსახელებია.
 
"მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს რაიონში, შარშანდელი ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა, ყოველ შემთხვავში არაა მისული ადრესატამდე. მინდა სოფლის მეურნეობის მინისტრს ვთხოვეო ეს საკითხი მოიკითხოთ, თუ საჭირო იქნება ჩავრთოთ შესაბამისი უწყოებები.

სახელმწიფო რესურსის გამონახვას ცდილობს, რომ დავასუბსიდიროთ ყურძნის ჩაბარება და ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით.
ამაზრზენი ფაქტია, ეს არის იმ ადამიანების ფულის მითვისება ვინც ამაზეა დამოკიდებული მთელი წელი“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები