ბიზნესმენთა ფედერაცია და გადასახადის გადამხდელთა კავშირი გაერთიანდნენ და დღეიდან ორივე ორგანიზაცია "საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის" სახელით განაგრძობს ფუნქციონირებას. თუმცა, ორგანიზაცია ბიზნესმენთა ფედერაციის სამართალმემკვიდრედ რჩება. კავშირში 60 წევრია გაერთიანებულიბიზნესმენთა ფედერაცია და გადასახადის გადამხდელთა კავშირი გაერთიანდნენ და დღეიდან ორივე ორგანიზაცია "საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის" სახელით განაგრძობს ფუნქციონირებას. თუმცა, ორგანიზაცია ბიზნესმენთა ფედერაციის სამართალმემკვიდრედ რჩება. კავშირში 60 წევრია გაერთიანებული.
როგორც საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი აღნიშნავს, საქართველოს გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელობა ასე ჩამოყალიბდა: პრეზიდენტი სანდრო რატიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი გიგა მიქაუტაძე, აღმასრულებელი დირექტორი თამაზ კაპანაძე.

























