მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესომბუდსმენი ავანსების დღგ-ით დაბეგვრაზე: სასურველია ამ ტიპის ცვლილებები ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად იქნას მიღებული

588b4acf4b70d
ელენე გოგბერაშვილი
27.01.17 17:26
1201
ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ძნელაშვილი საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ავანსი დღგ-ით დაიბეგრება, ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიციას "ბიზნესკონტრაქტთან" აფიქსირებს.

როგორც ძნელაშვილი განმარტავს, საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევდა დღგ-ს ჰარმონიზაცია მოეხდინა ევროდირექტივებთან, თუმცა თვლის, რომ მსგავსი ტიპის ცვლილებები ბიზნესთან ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად უნდა იქნას მიღებული. მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ითხოვდა ცვლილებების ამოქმედებამდე ბიზნესისთვის გონივრული ვადა მიეცათ ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის, თუმცა მათი რეაგირება დაგვიანდა.

"სასურველია, რომ ამ ტიპის ცვლილებები ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად იქნას მიღებული და დაწესდეს გონივრული ვადა, რათა ბიზნესმა შეძლოს მომზადება და გადასვლა დაბეგვრის ახალ მოდელზე.ჩვენ როდესაც ჩავერთეთ ამ პროცესში, კანონპროექტი უკვე მიღებული იყო მეორე მოსმენით. გვქონდა კონსუტაციები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან,მაგრამ უკვე გვიანი იყო", - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები