მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესომბუდსმენი "ბადაგონის" მოწინააღმდეგე მხარესთან შესახვედრად მზადაა

5b05777c2d3ce
BM.GE
23.05.18 18:12
645
ბიზნესომბუდსმენი "ბადაგონის" საქმესთან დაკავშირებით მომჩივანი მხარის - ვლადიმერ ჯანჯღავას  - გავრცელებულ მიმართვას პასუხობს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ჯანჯღავასთან კომუნიკაცია უკვე მოხდა და მომავალ კვირას შეხვედრა შედგება, სადაც ჯანჯღავას კითხვებს პასუხი გაეცემა.

"ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია მის ადგილობრივ წარმომადგნელებთან და შემდეგ კვირას ეს შეხვედრა შედგება. მოვისმენთ ამ ადამიანს იმ წუხილებს, რაც გააჩნია და თუ რაიმე ინფორმაცია სჭირდება ჩვენგან, როგორც ამ პროცესში ჩართული ინსტიტუტისგან, ჩვენ მზად ვართ, ღიად ვესაუბროთ",- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, "ბადაგონის" საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შემდგომ ვლდიმერ ჯანჯღავამ ბიზნსომბუდსმენს ღია წერილით მიმართა. ვლადიმერ ჯანჯღავა თავის წერილში ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს და პროკურატურაში საქმის შეწყვეტის მიუხედავად აცხადებს, რომ მას „ბადაგონის“ ამჟამინდელმა მფლობელმა გიორგი სალაყაიამ "თაღლითურად" წაართვა ბიზნესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები