ბიზნესომბუდსმენის აპარატს კერძო სექტორი ყველაზე ხშირად ფინანსთა სამინისტროსთან და სამინისტროში შემავალ სტრუქტურებთან შუამდლგომლობის თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის ანაგარიშშია ნათქვამი.
რაც შეეხება მომართვიანობის მაჩვენებელს თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიური აჭარის რეგიონია.
„ბიზნესსექტორში არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის, შესწავლის და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი პერიოდულ შეხვედრას ატარებს კერძო სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს 1008 შეხვედრა გაიმართა, მათ შორის 40-მდე შემდეგ ორგანიზაციებთან“, - აცხადებენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში.
მათივე თქით, 2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატში ელექტრონული პორტალი ამოქმედდა, რომლის გამოყენებითაც მეწარმეების ბიზნესომბუდსმენს ელექტრონულად უკავშირდებიან და თვალს ადევნებენ შემოტანილი განცხადების სტატუსებს და საქმის მიმდინარეობას.
„ურთიერთობების ელექტრონული ფორმატის მეშვეობით ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქმიანობის ზუსტი სტატისტიკის წარმოების შესაძლებელობა მიეცა“-აცხადებენ აპარატში.
შეგახსენებთ: 2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სულ 316 საქმე განიხილა და 167 შუამდგომლობა, დასკვნა და რეკომენდაცია გასცა. გასულ წელს დასრულებლი საქმეების 65%-ში კი ბიზნეოსმბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

























