მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესომბუდსმენი ბიზნესს ეტიკეტირების წესის 1 წლით გადავადებაში უშუამდგომლებს

5c59a2af37648
ელენე გოგბერაშვილი
05.02.19 18:49
788
ბიზნესომბუდსმენთან კერძო სექტორის შეხვედრაზე ბიზნესის ყველა წარმომადგენელი თანხმდებოდა, რომ რეგულაციის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა კანონის არაერთი მუხლი მათთვის ორმაგი ინტერპრეტაციის საგანია და ითხოვენ განმარტებას, რიგი პროდუქტების შემთხვევაში, რა ტიპის ეტიკეტი უნდა დამზადდეს.

„არის გაგებული სხვანაირად აღნიშნული რეგულაციები, ამიტომ მე ვფიქრობ, საჭიროა, ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია და სტანდარტიზაცია განმარტებების, რათა კომპანიებს ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორი ტიპის ეტიკეტირება იქნება მისაღები ბაზრისთვის. ვფიქრობთ, ამას დასჭირდება დამატებითი ვადები, ოპტიმალური ვადები, რაც შეიძლება განისაზღვროს პროცესის ბოლომდე მიყვანისთვის ეს იქნება ალბათ წლის ბოლომდე პერიოდი. ჩვენ ამ შუამდგომლობას გავაკეთებთ მთავრობასთან იმისათვის, რომ კომპანიებს ჰქონდეთ საშუალება უფრო მეტი კომუნიკაციით უფრო მეტად გაერკვნენ იმ საკითხებში, რომელიც დღეს ითხოვს უფრო მეტ განმარტებას. ჩვენ არ გვინდა, რომ 1 მარტის შემდეგ აღნიშნული გაურკვეველი საკითხები იქცეს დაჯარიმების საფუძვლად, რაც მათთვის არ იქნება სასურველი ნამდვილად“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ, ეტიკეტირების ახალი წესი 2019 წლის 1 მარტს უნდა ამოქმედდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები