"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში შემავალი უწყებები ჩვენთან შემოსული საკითხების კუთხით მეორე პოზიციაზეა", - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ BM.GE-ს განუცხადა.
ეკონომიკის ახალი მინისტრის ნათია თურნავასა და მისი უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ლექვინაძემ აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე პრობლემური საკითხი, რისი გადაჭრაც სწრაფ ტემპებშია საჭირო.
"საინვესტიციო ვალებულებების კორექტირებას, რიგი ბიუროკრატიული პროცესების გადაწყვეტას ქონების რეალიზაციასთან, ყიდვასთან თუ იჯარის აღებასთან დაკავშრებით, რომელიც არის დასაჩქარებელი, ჩვენ სამინისტროს ინფორმირების კუთხით მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ და ველოდებით, რომ გადაწყვეტილებები ბევრად უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ეს შესაძლოა აქამდე ყოფილიყო", - აღნიშნა ლექვინაძემ.

























