მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესომბუდსმენი ღამის საათებში დისტრიბუციის გადატანის რისკებზე საუბრობს

5a61e87996661
თათია ჩაფიჩაძე
19.01.18 17:00
2072
ბიზნესომბუდსმენის აპარატი დისტრიბუციის ღამის რეჟიმზე გადასვლის რისკებზე საუბრობს. bm.ge-სთან ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ მერიის ინიციატივა აღურიცხავი საქონლის ბრუნვის ზრდასთან და კრიმინოგენული სიტუაციის პროვოცირებასთან არის დაკავშირებული. თუმცა, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი მიესალმება იმ ფაქტს, რომ მერიას არ აქვს ხისტი პოზიცია და ამ პროცესში ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართვა სწორედ კახი კალაძის უწყების ინიციატივა იყო.

"ის, ვინც ვერ მოახერხებს ღამით გადასვლას, ის გადავა თვითმომარაგებაზე. დღისით თუ დისტრიბუცია იქნება აკრძალული და ღამე მაღაზია არ იმუშავებს, მაღაზიის მეპატრონე იძულებული იქნება განახორციელოს თვითმომარაგება. ამ კუთხით შეიძლება საერთოდ ვერ მივიღოთ ეფექტი მოძრაობის ინტენსივობის შემცირების თვალსაზრისით.

დისტრიბუტორი ივლის, თუ მაღაზიის დირექტორი ბაზარში პროდუქციის მოსატანად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რისკია ისიც, რომ შეიძლება აღურიცხავი საქონლის ბრუნვა გაიზარდოს თვითმომარაგების შემთხვევაში. ღამის დისტრიბუციის შემთხვევაში ასევე შეიძლება იმატოს დანაშაულის ფაქტებმა. თუმცა, რაც კარგია, რაც მომწონს და რაც მთავარია, მერიას არ აქვს ხისტი პოზიცია, ისინი არ ამბობენ, რომ გადავდივართ და არ გვაინტერესებს თქვენი პრობლემები“, - აცხადებს ძნელაშვილი.

დისტრიბუციის ღამის საათებში გადასვლის თემაზე დისტრიბუტორებთან შეხვედრის გამართვის შემდეგ, მერია მომდევნო კვირაში ქსელური მარკეტების წარმომადგენლების აზრსაც მოისმენს. როგორც მერის მოადგილემ მაია ბითაძემ bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, პროცესი მაქსიმალურად მორგებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესზეც.
მომარაგების სავარაუდო დროდ  20:00 სთ-დან დილის 08:00 სთ-მდე პერიოდი განიხილება. დისტრიბუციის მანქანების ღამის საათებში გადატანა ქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმის ნაწილია. მერიაში ამბობენ რომ ახალ რეგულაციებზე ბიზნესს მორგება სავარაუდოდ ზაფხულისთვის მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები