ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მას მიაჩნია, რომ 1-ლი მარტიდან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილების სავალდებულო დაზღვევის შემოღება სწორი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, კანონით ამ საკითხის დარეგულირებით ზარალის დადგომის შემთხვევაში კომპენსირება შესაძლებელი იქნება სადაზღვევო კომპანიების საშუალებით.
"ასეთი გადაწყვეტილება საჭიროა. ერთის მხრივ ეს უკავშირდება თანამშრომლების უსაფრთხოებას და მეორეს მხრივ იმ მეწარმეების უფრო მეტად დაცულობას, რომლებიც სამწუხაროდ დაზღვევის როლს და ფუნქციებს ჯერ კიდევ აქტუალურად არ აფასებენ. ეს შემდგომ იწვევს, რომ დანაკარგები არის მაღალი. ყველა მიდის სახელმწიფო უწყებებამდე კომპენსაციის მოთხოვნით. მე ვფიქრობ, რომ თუნდაც პირველ ეტაპზე მხოლოდ სავაჭრო ცენტრებში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საჭიროა მსგავსი გადაწყვეტილება", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
მისი თქმით, ბიზნესს სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მათთან პრეტენზიები არ დაუფიქსირებია.

























